logo
Loading data...

ჯო ბაიდენი ჩინურ ფოლადზე ტარიფების გასამმაგებას ითხოვს

ჯო ბაიდენი ჩინურ ფოლადზე ტარიფების გასამმაგებას ითხოვს

1713522720

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფოლადის ბაზარზე ჩინეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს. ფოლადის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, პიტსბურგში გამართულ ღონისძიებაზე მან თქვა, რომ ჩინეთი ამ ბაზარზე არასამართლიანი წესებით თამაშობს.

„ამერიკა ჯერ კიდევ მუშაობს და შეუძლია კონკურენცია გაწიოს, ვიდრე სამართლიანი კონკურენცია არსებობს. მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩინეთის მთავრობა სახელმწიფო ფულს ჩინურ ფოლადის კომპანიებში „ასხამს“, უბიძგებს მათ, რაც შეიძლება მეტი ფოლადი დაამზადონ. ეს პროცესი სუბსიდირებულია ჩინეთის მთავრობის მიერ და ჩინური ფოლადის კომპანიები აწარმოებენ ბევრად მეტს, ვიდრე ჩინეთს სჭირდება, ზედმეტი ფოლადს კი დემპინგის გზით, გლობალურ ბაზრებზე უსამართლოდ დაბალ ფასებში ყიდიან. ჩინეთის ფოლადის კომპანიებს არ სჭირდებათ ფიქრი მოგების მიღებაზე, რადგან, ჩინეთის მთავრობა მათ ძალიან დიდ სუბსიდირებას უწევს. ისინი ბაზრებს კი არ ეჯიბრებიან, არამედ,  ატყუებენ და ჩვენ ვნახეთ ამის ზიანი აქ, ამერიკაში”, - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, 2000-დან 2010 წლამდე პერიოდში, პენსილვანიასა და ოჰაიოში 14000-ზე მეტმა ფოლადის მუშაკმა დაკარგა სამსახური. ბაიდენი ამბობს, რომ ის ამას აღარ დაუშვებს - ახლა, მისი სავაჭრო წარმომადგენელი იძიებს ჩინეთის მთავრობის სავაჭრო პრაქტიკას ფოლადისა და ალუმინის ბაზარზე.

„თუ ეს გამოძიება დაადასტურებს ანტიკონკურენტულ სავაჭრო პრაქტიკას, მაშინ მე მოვუწოდებ ჩემს სავაჭრო წარმომადგენელს, განიხილოს ტარიფის გასამმაგების საკითხი როგორც ფოლადის, ასევე, ალუმინის იმპორტისთვის ჩინეთიდან. ამავდროულად, ჩემს წინამორბედს და რესპუბლიკელებს სურთ ყოვლისმომცველი ტარიფები დაწესდეს ყველა ტიპის იმპორტზე ყველა ქვეყნიდან, რამაც შეიძლება ძლიერ დააზარალოს ამერიკელი მომხმარებლები. თუ ისინი ამას მოახერხებენ,ნავარაუდებია, რომ საშუალო ამერიკულ ოჯახს ეს წელიწადში საშუალოდ, $1500 დაუჯდება. ტრამპი ამას უბრალოდ ვერ ხვდება.” - აცხადებს ჯო ბაიდენი.

ასევე, მან პირობა დადო, რომ ამერიკული Steel X.N "მთლიანად ამერიკულ კომპანიად" დარჩება. კომპანია US Steel Corp დათანხმდა $14,9 მილიარდად იყიდოს იაპონური Nippon Steel 5401, თუმცა, ამ საკითხზე გასულ თვეში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წინააღმდეგობა გამოაცხადა.

„პირველ რიგში, US Steel არის საკულტო ამერიკული კომპანია საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში და ის უნდა დარჩეს მთლიანად ამერიკულ კომპანიად. ამერიკულ საკუთრებად, რომელსაც მართავს ამერიკული ფოლადის კავშირი და რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. და ეს მოხდება, გპირდებით“ - უთხრა ბაიდენმა მხარდამჭერებს.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით