logo
Loading data...

"დაგეგმილი ცვლილებები საპენსიო ფონდს კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშედ გადააქცევს" - ირაკლი ნადარეიშვილი

"დაგეგმილი ცვლილებები საპენსიო ფონდს კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშედ გადააქცევს" - ირაკლი ნადარეიშვილი

1714044600

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვლილებათა მორიგი პაკეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, ცვლილებები არსებულ მეორე სვეტის საპენსიო კანონმდებლობაში დაემატება, რომელიც გააუმჯობესებს მმართველობის სტრუქტურას, ეროვნული ბანკის მხრიდან ზედამხედველობას.  საინვესტიციო ნაწილში, ფონდს კაპიტალის ბაზარში ინვესტირების უფრო მეტი საინტერესო ინსტრუმენტი ექნება.

„კაპიტალის ბაზრის განვითარებას აქვს ძალიან ხანგრძლივი და ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა. ჩვენ წელს წარვადგენთ ახალ პროგრამას რომელიც დაკავშირებული იქნება წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობასთან. მთავრობამ უკვე მოიწონა და ამ დღეებში პარლამენტში გადაიგზავნება ცვლილებათა მორიგი პაკეტი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საპენსიო ფონდის მმართველობისა და ზედამხედველობის სტრუქტურას და ამავე დროს, საპენსიო ფონდს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გაუხსნის კაპიტალის ბაზარში ინვესტირების თვალსაზრისით. ეს ამ ინსტიტუციას გადააქცევს მთავარ მოთამაშედ საქართველოს კაპიტალის ბაზარში ძალიან სწრაფად მზარდი გრძელვადიანი ლარის რესურსით“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო წელს ასევე, წარადგენს ახალ პროგრამას, რომელიც დაკავშირებული იქნება წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობასთან. მთლიანობაში, კი კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი სტრუქტურული რეფორმაა - თუკი აქამდე ძირითადი ფოკუსი საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება იყო, მეორე ფაზა სტიმულირებას და ახალ ინვესტორების გააჩენს გულისხმობს.

სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” USAID-თან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა წარადგინა. ახალი მიმართულება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების სტიმულირების გზით. პროგრამის ფარგლებში, წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა,  რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით