logo
Loading data...

რემაქს კაპიტალი: უძრავი ქონების გაიაფების მოლოდინი არ გვაქვს

რემაქს კაპიტალი: უძრავი ქონების გაიაფების მოლოდინი არ გვაქვს

1714364940

უძრავი ქონების  ბაზრის წარმომადგენლებს მიმდინარე წელსაც ფასების მატების მოლოდინი აქვთ. როგორც „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი  აცხადებს, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩება.

ბაზარი ძალიან აქტიურია. ფასები ინარჩუნებს მომატებულ ნიშნულს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სახეზე გვქონდა. მიუხედავად ამისა ბაზარზე მოთხოვნა მაღალია როგორც საინვესტიციო ისე საცხოვრებელი მიმართულებით.  ამასთან, ვერ ვიტყოდით, რომ მოლოდინი გვაქვს ფასების კლების. ვიცი, რომ ბევრი ელოდება ამ სიტყვებს უძრავი ქონების სპეციალისტებისგან, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ რომ ფასების მხრივ ეს წელი სტაბილური იქნება“,-აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

მისივე თქმით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვისაც. ქვეყანაში როგორც საოფისე, ისე საცხოვრებელ ფართებს ძირითადად  მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ყიდულობენ. თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესია ისრაელიდან. როგორც  „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი განმარტავს,  რეგიონში არსებული დაძაბულობა მართალია ტურიზმის სექტორს აზიანებს, თუმცა დადებითად მოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე.  ამასთან, უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც ზრდის.

„ჩვენს გარშემო რეგიონებიდან ძალიან მაღალია ინტერესი. ამაზე პოზიტიურად მოქმედებს ის, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების გაკეთებას. “-აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

ქრისტინე გამთენაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით