logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GEPHERRINI კანადის ბაზარზე გადის

ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini კანადის ბაზარზე გადის. კომპანიის დამფუძნებლის ილია გეფერაძის ცნობით,შეთანხმება უკვე გაფორმებულია და  პროდუქციის გაყიდვა 15 ივნისიდან დაიწყება.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, საწყის ეტაზე კანადაში GEPHERRINI-ის პროდუქცია ონლაინ გაიყიდება.

შეიქმნა ახალი საიტი და GoogleShop-ის დახმარებით დავიწყებთ გაყიდვას. შემდეგ ვიფიქრებთ მაღაზიის გახსნასაც“, - აღნიშნა ილია გეფერიძემ. მისივე ინფორმაციით, კომპანია გადართულია ექსპორტის კუთხით განვითარებაზე და ამ ეტაპზე მათი გაყიდვების 40% სწორედ ექსპორტზე მოდის.

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებსს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე ჯამში 13 ქვეყანაში გადის. 

გამოგვყევით