logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩემი ფეხსაცმელები" - ქართული ტყავი ჩინურ ტყავს კონკურენციას ვერ უწევს

ქართული ტყავი სათანადოდ არ მუშავდება და შესაბამისად, ჩინურ ტყავს კონკურენციას ვერ უწევს, - ამის შესახებ ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „ჩემი ფეხსაცმელების“ დამფუძნებელმა თემურ ნასყიდაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

მისი თქმით, ჩინური ტყავი უფრო მაღალ დონეზეა დამუშავებული.

ჩვენ ნედლეული ძირითადად თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოგვაქვს, თუმცა ადგილობრივ ტყავსაც ვიყენებთ. საქართველოში წარმოებული ტყავი ძვირი არ არის, თუმცა ის ხარისხი არ არის რაც მაგალითად, ჩინური. იქიდან ჩამოტანა, განბაჟება, ტრანსპორტირება და ა.შ. თითქმის აქაური ტყავის ღირებულებას უდრის, თუმცა მე მირჩევნია იქიდან ჩამოვიტანო და ხარისხი იყოს კარგი. აქაურ, ქართულ ტყავს არის მომენტები, რომ მარილი გამოსდის, თეთრი;ლაქები უჩნდება, მარტივად იჭმუჭნება და ა.შ.“, - აცხადებს თემურ ნასყიდაშვილი.

რაც შეეხება მათი პროდუქციის ფასებს თემურ ნასყიდაშვილის თქმით, საზაფხულო კოლექციის ხელოვნური მასალით დამზადებული ფეხსაცმლის ფასი დაახლოებით, 70-ლარამდეა, ხოლო ნატურალური მასალით დამზადებულის 200 ლარამდე.

ცნობისთვის, კომპანია „ჩემი ფეხსაცმელები“  ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა. მათი საწარმო თბილისში ავლაბარში მდებარეობს, სადაც ფეხსაცმელებს ხელოვნური და ნატურალური ტყავით ამზადებენ.

გამოგვყევით