logo
Loading data...

EURO2024-ზე საქართველო-თურქეთის მატჩის ბილეთის ფასი €230-დან იწყება

EURO2024-ზე საქართველო-თურქეთის მატჩის ბილეთის ფასი €230-დან იწყება

1711534106

18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, EURO2024-ზე საქართველო-თურქეთს შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა უცხოურ საიტებზე უკვე დაიწყო. ბილეთების ფასი 230 ევროდან იწყება და VIP კატეგორიის ფასი 10 000 ევრომდე აღწევს.

არსებული ინფორმაციით, ქართველმა გულშემატკივრებმა ბილეთების შეძენა უკვე დაიწყეს. უცხოურ საიტებზე ხაზგასმულია, რომ საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები სწრაფად იყიდება.

რაც შეეხება 22 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს - ფასი 189 ევროდან იწყება, ხოლო 26 ივნისს საქართველო -პორტუგალიის მატჩის ბილეთების ფასი 193 ევროდან.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით