logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-იმ სამშენებლო მოწყობილობების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

GCCA-იმ სამშენებლო მოწყობილობების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

1745309258

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სტაციონარული და მობილური ამწე მოწყობილობების რეალიზაციის სექტორში, შპს  „ჯითისი ქრენიქსის“ მიერ შპს „ვეება რენთის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ამწე მოწყობილობებით მომსახურების ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას  81 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 83 969 189.7 ლარი. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე  803.6 ერთეულს უტოლდებოდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი  მხოლოდ 7.5 პუნქტით იზრდება, 811.1 ერთეულამდე. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი - უმნიშვნელოა.  შესაბამისად, GCCA-ს  შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე არ მოახდენს.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

 2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 4 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.

გამოგვყევით