logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვინ ეგარი" ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს - ინვესტიცია ₾400 000 იქნება

"ვინ ეგარი" ახალი საწარმოს მშენებლობას თვის ბოლოდან დაიწყებს. ამის შესახებ ვაშლის ძმრის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ პატარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ინვესტიცია 400 000 ლარი იქნება.

"ჩვენი საწარმო სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენდება, რომელიც მაღალმთიან რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გულისხმობს. ახალი საწარმო ცაგერში აშენდება და ტონობით ხილის გადამუშავების საშუალება გვექნება", - აცხადებს მარიამ პატარიძე.

მანვე აღნიშნა, რომ საწარმოს მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, კომპანია პროდუქციის  ასორტიმენტს გაზრდის. 

მარიამ პატარიძის ინფორმაციით, ამჟამად "ვინ ეგარი" 2 სახეობის ვაშლის ძმას აწარმოებს და კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია. 

ცნობისთვის,"ვინ ეგარის” ვაშლის ძმარი გახლავთ ლეჩხუმის მაღალ მთიან სოფელში დაწყებული პატარა საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს ფონდი “აფხაზინტერკონტის” ინოვაციურ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კომპანია ტონობით ვაშლის გადამუშავებას ახდენს.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, "წისქვილი ბაზრის" ფილიალებში, ასევე სხვადასხვა აგრო მაღაზიებში, როგორიცაა "ფერმარტი", "აგრო სახლი", "წილკანი" "ეკო კუთხე", "სუფრა", "მასა", ეპიკალურიე შოპ", ასევე, სუპერმარკეტების ქსელ "ნატურალში".  ვაშლის ძმრით მარაგდება ასევე, ქართული სტარტაპს/სტრიტ ფუდი -  "შოთი". სამომავლოდ კომპანია რეგიონების ქსელურ მაღაზიებშიც რეალიზაციასაც გეგმავს.

გამოგვყევით