logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ქართველების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ხმელთაშუა ზღვის კრუიზებზეა - "კრუიზერი"

ქართველების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ხმელთაშუა ზღვის კრუიზებზეა, - ამის შესახებ კომპანია "კრუიზერის" საკრუიზო მიმართულების მენეჯერმა თეონა ებილაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებს სტანდარტული ტურები მოწყინდათ.

"ჩვენი კომპანია "კრუიზერი" 2022 წლიდან ოპერირებს, თუმცა ამ კომპანიის უკან 15 წლიანი გამოცდილების მქონე მრჩევლები დგანან. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ტურისტულ და საკრუიზო სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. "კრუიზერი" მომხმარებლებს სხვადასხვა ზღვებსა და ოკეანეებში გემებით მოგზაურობას. შეთავაზებებში გვაქვს, როგორც ბიუჯეტური, ისე მაღალი კლასის ლაინერები მგზავრებისთვის სასურველ ნებისმიერ დღეების რაოდენობაზე. ტური შეიძლება იყოს 3 ღამიანი და 200 ღამიანიც კი. ფასები დამოკიდებულია პერიოდზე, ხანგრძლივობასა და კრუიზის ტიპზე, თუმცა 1 ღამის საწყისი ღირებულება საშუალოდ შესაძლოა 200 ლარიდან იწყებოდეს. 

რატომღაც სტერეოტიპი იყო, რომ საკრუიზო მომსახურება ქართველებისთვის მიუწვდომელი იყო. ჩვენ შევძელით, რომ ეს დამოკიდებულება შეგვეცვალა. ძირითადად მოთხოვნა 7-ღამიან კრუიზებზეა, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის მოსახერხებელია. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად, ქართველები არიან, თუმცა გვყავს უცხოელებიც. მიმდინარე პერიოდში ქართველების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ხმელთაშუა ზღვის კრუიზებზეა. მოგზაურობის დაწყება პოპულარულია როგორც სტამბოლის და იზმირის პორტიდან, ასევე იმ ქალაქებიდან, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისები სრულდება. მაგალითად, ბარსელონას პორტი და სხვა.

საკრუიზო მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია, რადგან მოქალაქეებს სტანდარტული ტურები მოწყინდათ. საკრუიზო მომსახურება არის სიახლე, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ძალიან ბევრი ქალაქისა, თუ ქვეყნის მონახულება კრუიზით შეუძლიათ. უსაფრთხოების კუთხით სრულიად უსაფრთხოა აღნიშნული ტიპის ტურები. წლების განმავლობაში უამრავი ტური გვაქვს გაყიდული და არც ერთ ფორსმაჟორს არ ჰქონია ადგილი.

"კრუიზერს" რამდენიმე დიდ საკრუიზო კომპანიასთან კონტრაქტები აქვს და მგზავრებს საკრუიზო კომპანიას მათი სურვილებიდან გამომდინარე ვთავაზობთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: COSTA CRUISE, MSC Cruises, Royal Caribbean International და სხვა", - აცხადებს თეონა ებილაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ მგზავრებს საკრუიზო მოგზაურობისთვის სტანდარტული ტურებისგან განსხვავებული პირობების შესრულება არ უწევთ. 

"ჩვენი ტურების დაგეგმვის დროს კომპანიის მხრიდან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, რადგან კრუიზის გარდა მომცმარემებლებს დანიშნულების ადგილამდე ჩასვლასაც ვთავაზობთ. მათ შორის, სად უნდა ჩაფრინდეს და ა.შ.", - აცხადებს თეონა ებილაშვილი.

გამოგვყევით