2025 წლის I კვარტალში საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტმა 40.9% შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით1.5%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავალი ერთი გაქირავებული ოთახიდან (Rev par ) 6.1%-ით მეტია.
პირველ კვარტალში განთავსების ობიექტებში საშუალი დღიური ფასი (Adr) 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.9%-ით მეტია.