logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველომ ადგილობრივი ექსპორტით $642 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო - რა გავყიდეთ 3 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით

საქართველომ ადგილობრივი ექსპორტით $642 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო - რა გავყიდეთ 3 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით

1745308210

ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც გულისხმობს ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და 641.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 401.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.4 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (122.0 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (66.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (47.5 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 53.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 49.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 45.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).

გამოგვყევით