პარფიუმერული კომპანია ICI PARIS-ის დირექტორი მაია პაპალაშვილი SMS-ების წინასწარი თანხმობის გარეშე გაგზავნის აკრძალვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცვლილება კომპანიებისთვის გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, კომპანია მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის სხვა არხებს გამოიყენებს.
"მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მოწოდება შეიზღუდება და იმდენ ადამიანს ვეღარ მივაწვდენთ ხმას, მაგრამ არის სხვა არხები, რომლებსაც ჩვენ ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოვიყენებთ, მაგრამ ეს სიტუაცია პატარა დისკომფორტს გვიქმნის. გამოვიყენებთ სოციალურ მედიას, ტელევიზიას, რადიოს, სხვადასხვა აპლიკაციას,ლოიალური პროგრამების აპლიკაციებს. საერთო ჯამში მთელი საქართველოს მოცვისთვის უფრო იოლი გზა იყო ყველასთვის SMS-ების გაგზავნა", - განაცხადა მაია პაპალაშვილმა.
ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან სარეკლამო SMS-ების წინასწარი თანხმობის გარეშე გაგზავნა აიკრძალება.