„ეფეს საქართველოსა" და „ეროვნულ სატყეო სააგენტოს" შორის მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ლუდი EFES Special სააგენტოსთან თანამშრომლობით განაგრძობს საქართველოს ტყეებზე ზრუნვას და 2025 წელს, მცხეთის სატყეო უბნის, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის 3000 კვ/მ-მდე ფართობის აღდგენა-განაშენიანებას შეუდგება. პროექტის ფარგლებში აღდგება არსებული ეკოსისტემა და დედაქალაქთან ახლოს შეიქმნება ახალი მწვანე, რეკრეაციული სივრცე, რაც მოიცავს 25 306 გახარებულ ხეს, რომელიც 1226,4 ტონა ჟანგბადს გამოიმუშავებს.
გარდა ამისა, EFES Special-ის კომუნიკაცია სრულად ეფუძნება გარემოსდაცვით კამპანიას. ლუდის შეფუთვაზე დატანილი QR კოდის სკანირებით მომხმარებელს აქვს საშუალება გაეცნოს ტყეზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას „ტყის მეგობარი“, სურვილის შემთხვევაში მასაც ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს დონაცია და გახდეს „ტყის მეგობარი“.
„ეფეს საქართველო" პირველი კომპანიაა, რომელიც 2023 წელს ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში "ტყის მეგობარი". კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბრენდმა EFES Special თიანეთის სატყეო უბნის სიმონიანთხევის კვარტალში მდებარე 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე ზრუნვა და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები ამავე წელს დაიწყო. ხეების დარგვის პროცესში ჩაერთნენ კომპანიის თანამშრომლები ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად. მათ ჯერ დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია და შემდეგ დარგეს ხეები. პროექტის შედეგად გაიხარებს 36 000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ „ეფეს საქართველო" პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.
Efes Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის, ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი, სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს.
შემოგვიერთდი! გახდი ტყის მეგობარი EFES SPECIAL-თან ერთად!
ცნობისათვის, „ტყის მეგობარი" საქართველოს ტყეზე ზრუნვის, მოვლისა და აღდგენისთვის საზოგადოების გაერთიანების მიზნით შეიქმნა. „ტყის მეგობარი" გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა.
შევხვდებით ჩვენს აღდგენილ ტყეში!