logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული ღვინის მარილი შესაძლოა, გერმანიასა და იტალიაშიც გაიყიდოს

კახური ტრადიციული მეთოდით დაყენებული, ქვევრის საფერავსა და რქაწითელში დავარგებული ღვინის მარილი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

როგორც კომპანია „მარილას“ დამფუძნებელი ვახტანგ ვათიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, უნიკალური ქართული პროდუქტის მიმართ ინტერესი ბაზარზე გამოსვლისთანავე გაჩნდა და დღეს კომპანიას უკვე ერთგული მომხმარებლებიც ჰყავს.

„ბაზარზე რომ შევედით, პროდუქტმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ბევრთან უკვე ვთანამშრომლობთ კიდეც. თვიდან თვემდე მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. ჩვენი პროდუქტის მომხმარებლები არიან, როგორც რესტორნები, ასევე ღვინის მაღაზიები. "მარილა" დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელებშიც, რომლებსაც აქტიურად მიაქვთ ქართული ღვინის მარილი თავიანთ ქვეყნებში. ქართველებს რაც შეეხება, უკვე ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს,“ - აცხადებს  ვახტანგ ვათიაშვილი.

კომპანია ამ დროისთვის რამდენიმე  დასახელების მარილს აწარმოებს. მათ შორის, ქვევრის საფერავის ღვინის მარილს და  ქვევრის რქაწითელის ღვინის მარილს. 

ცნობისთვის, ქართული, უნიკალური პროდუქტი უკვე იყიდება ლონდონსა და ნიუ იორკში. სამომავლოდ გეგმაში ქართული პროდუქტის გერმანიასა და იტალიაში გატანაა. დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკებები დუბაისთანაც. კომპანია უკვე 1 წელია გაყიდვაშია და კომპანიას თვეში, საშუალოდ, 1 000 ბოთლი ღვინის მარილის წარმოება შეუძლია.

პროდუქტის შეძენა ონლაინ, ქსელურ მაღაზიებსა და „მარილას“ შოურუმშია შესაძლებელი.

გამოგვყევით