logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სავაჭრო ობიექტები ბიზნესის გაფართოებასა და ახალი ობიექტების დამატებაზე აღარ საუბრობენ" - ლევან ყარალაშვილი

ყველა ის ობიექტი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, არც ბიზნესის გაფართოებაზე და არც ახალი ობიექტების დამატებაზე არ საუბრობს. ზოგადად, ქამრების შემოჭერის პოლიტიკაში არიან, რაც რა თქმა უნდა, ყოველდღიურ გაყიდვებზე აისახება, - ამის შესახებ “თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ობიექტების გაყიდვები 15%-ით შემცირდა.

წინა წელთან შედარებით სუსტი წელია. პირველი კვარტალი საკმაოდ რთული იყო და ჯამურად ობიექტებში ვაჭრობის და ბრუნვის თითქმის 30%-იანი კლება ფიქსირდებოდა, თუმცა მომდევნო პერიოდში სიტუაცია ნაწილობრივ გამოსწორდა. შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ - იმ ობიექტებში, რომლებიც ჩვენთან არის განთავსებული შემოსავლების კლება 15%-ის ფარგლებშია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გაურკვეველი პოლიტიკური ფონი, ჩვენს რეგიონში არსებული კრიზისი და ა.შ.

სავაჭრო ობიექტი 100%-ით დატვირთულია. ფართების მიმართულებით მოთხოვნა არის და სამწუხაროდ, ვეღარ ვაკმაყოფილებთ. არსებული ობიექტები კი საოპერაციო ეფექტურობაზე არიან გადართულები, რათა პოზიციები შეინარჩუნონ. სავაჭრო ობიექტისთვის ეს ერთის მხრივ დადებითი მომენტია, თუმცა ჩვენც ვხედავთ, რომ თუ კრიზისული პერიოდი გაიზარდა, შემდეგ  უკვე დადგება მოთხოვნა იჯარის შემცირებასთან და შეღავათებთან დაკავშირებით”, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

გამოგვყევით