logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შოკოტელა" წელს, მეოთხე ფილიალის გახსნას და საწარმოს გაფართოებას გეგმავს

"შოკოტელა" წელს, თბილისში მეოთხე ფილიალის გახსნას და საწარმოს გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი ფილიალი და საწარმო, სავარაუდოდ, საბურთალოზე იქნება. 

"ამჟამად, 3 სტენდი გვაქვს და რა თქმა უნდა, გაფართოებას ვგეგმავთ. მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ფილიალს დავამატებთ და ასევე, საწარმოს გავაფართოებთ. 

ზოგადად, ზაფხული ჩვენთვის არააქტიური სეზონია. კომპანიის გაყიდვებს, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს ვერ შევადარებთ, რადგან  გასულ წელს  "დუბაის შოკოლადის" "ბუმი" იყო, მაგრამ ზამთრის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით არის შემცირებული.

ასევე, სეზონურია კორპორატიული გაყიდვები და უფრო მეტი მოთხოვნა დღესასწაულების პერიოდში არის ხოლმე. ამჟამად, 3 სტენდი გვაქვს და რა თქმა უნდა, გაფართოებას ვგეგმავთ", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "შოკოტელას" მომხმარებლები პროდუქციას როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში იძენენ. 

მარიამ კაპანაძე აცხადებს, რომ კომპანია ქსელურ მარკეტებში შესვლასაც გეგმავს და აღნიშნულთან დაკავშირებით, აქტიურად მუშაობს.

ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია 3 საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.

 

გამოგვყევით