logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თბილისის ბიზნესცენტრების ბაზრის 60% ვაკეშია კონცენტრირებული" - ნინო მაღრაძე

A კლასის ბიზნესცენტრები კონცენტრირებულია ვაკეში და ზოგადად, მთლიანად ბაზრის 60% სწორედ ამ უბანში მდებარეობს, - ამის შესახებ Cushman & Wakefield Veritas-ს სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო მაღრაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში თბილისში ოფისების ბაზარს არანაკლებ 100 000 კვ.მ დაემატება.

"საქართველოში ბიზნესცენტრების ოფიციალური კლასიფიკაციის დოკუმენტი არ არსებობს. ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ძირითად შემთხვევაში A კლასს განაპირობებს მდებარეობა და შემდეგ ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, არქიტექტურული პროექტი, რემონტი და ა.შ. ამასთანავე მნიშვნელოვანია სერვისები, რომლებსაც ბიზნესცენტრები უნდა სთავაზობდნენ მომხმარებლებს და A კლასის შემთხვევაში ეს გულისხმობს 24/7-ზე რესეფშენს, დაცვას, დასუფთავებას და ა.შ. ძირითადად ეს არის ის კრიტერიუმები, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, როცა ბიზნესცენტრებთან მიმართებაში კონცეფციის ნაწილზე ვმუშაობთ, თუმცა საქართველოში როგორც ვთქვი, ამის ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. 

A,B და C კლასის ბიზნესცენტრების შემთხვევაში ჯამში, დღეის მდგომარეობით, თბილისში დაახლოებით,  260 000 კვ.მ გასაქირავებელი ფართია. აქედან, A კლასის ბიზნესცენტრების მოცულობა არის დაახლოებით, 100 000 კვ.მ, B კლასი არის დაახლოებით, 85 000 კვ.მ და დანარჩენი C კლასის ბიზნესცენრებზე ნაწილდება.  

რაც შეეხება მიწოდების ნაწილს - ვფიქრობთ, რომ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში არანაკლებ 100 000 კვ.მ დაემატება ბაზარს, თუმცა წინასწარ რთულია იმაზე საუბარი რა კლასიფიკაციის იქნებიან ეს ბიზნესცენტრები", - აცხადებს ნინო მაღრაძე. 

"ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე"

"ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე"

გამოგვყევით