logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თბილისის ვისკის ფესტივალი 2025" საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" გაიმართება

"თბილისის ვისკის ფესტივალი 2025" საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" გაიმართება

1746610500

თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 – ვისკის კულტურის საერთაშორისო დღესასწაული თბილისში თბილისი 17-18 მაისს კიდევ ერთხელ იქცევა მსოფლიო ალკოჰოლური კულტურის ეპიცენტრად — „თბილისის ვისკის ფესტივალი 2025“ საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება და ერთ სივრცეში მოუყრის თავს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, ექსპერტებს, ენთუზიასტებსა და სტუმრებს.

ღონისძიება მეორედ იმართება და უკვე განიხილება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ფესტივალად, რომელიც სრულად ეძღვნება ვისკის, ჯინის, ბრენდისა და სხვა დისტილირებული სასმელების კულტურას. ფესტივალი წელს პირველად მოიცავს სამ პავილიონს და წარმოდგება მნიშვნელოვნად გაფართოებული ფორმატით:

მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე წამყვანი საერთაშორისო კომპანიები;

წარმოდგენილი იქნება ათასზე მეტი პროდუქტი;

გაიმართება დეგუსტაციები, პრეზენტაციები, მასტერკლასები და თემატური ვორქშოფები. ფესტივალის პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების გამოცდილებას, არამედ მრავალფეროვან კულტურულ და ინოვაციურ შინაარსს:

დიზაინერ ციკოლას ახალი პროდუქტის ექსკლუზიური პრეზენტაცია;

უახლესი ელექტრომობილის მოდელის წარდგენა ავტომობილების კომპანიისგან;

დეველოპერული პროექტების პრეზენტაციები;

ქართული ჩირისა და ალკოჰოლური შოკოლადის მწარმოებელი ბრენდების მონაწილეობა;

ნაყინი ვისკით, იმპორტირებული სიგარები, გემრიელი ფუდკორტი;

HoReCa სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ჩართულობა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის მზარდ როლს საერთაშორისო კულტურულ სივრცეში. ღონისძიებაზე ჩამოდიან ცნობილი ექსპერტები, ბრენდ ამბასადორები და ინდუსტრიის ლიდერები ავსტრიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალს ამშვენებს კილტის კულტურის საზოგადოება – ეროვნული ტანისამოსითა და ტრადიციული საკრავებით, რაც კიდევ უფრო ინტენსიურად აკავშირებს კულტურას, იდენტობასა და გემოვნებას.

„თბილისის ვისკის ფესტივალი 2025“ ერთდროულად წარმოადგენს კულტურულ მოვლენას, ბიზნესპლატფორმასა და სოციალურ სივრცეს, სადაც თავს იყრიან გემოვნების ცნობისმოყვარეები, პროფესიონალები, ბრენდები და სტუმრები მთელი მსოფლიოდან. ფესტივალი გათვლილია როგორც პროფესიონალებზე, ისე ახალშემომატებულ მომხმარებლებზე, ვისთვისაც ვისკის სამყარო ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. ეს ორი დღის ფესტივალი არ არის მხოლოდ სასმელების გამოფენა — ეს არის საერთაშორისო დიალოგი, კულტურული გაცვლა და ცხოვრების სტილის ზეიმი.

თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 გთავაზობთ შესაძლებლობას, იმოგზაუროთ ვისკისა და დისტილირებული სასმელების მრავალფეროვან სამყაროში, შეხვდეთ მათ შემქმნელებს, დააგემოვნოთ გამორჩეული პროდუქტები და ორი დღით თბილისის გული გადააქციოთ მსოფლიო სასმელების კულტურის ცენტრად.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია  TKT.GE-ზე. 

გამოგვყევით