logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

სოფელ ბაბილთან ჩამოსული მეწყერი ინტენსიურად იწმინდება და მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება

სოფელ ბაბილთან ჩამოსული მეწყერი ინტენსიურად იწმინდება და მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება

1746441006

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

სოფელ ბაბილთან მეწყერი 5 მაისს გამთენიას ჩამოწვა, რის გამოც დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

გამოგვყევით