logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამგვარი ამბიციური ინიციატივა საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგო წყაროების ათვისების შესაძლებლობას

ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამგვარი ამბიციური ინიციატივა საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგო წყაროების ათვისების შესაძლებლობას

1746447338

„ამგვარი ამბიციური ინიციატივა საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგო წყაროების ათვისების შესაძლებლობას“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინგმინგ იენგმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი ქვეყნის კერძო სექტორს აძლევს განახლებად წყაროებზე მუშაობის საშუალებას.

„გილოცავთ ამ ისტორიული შეთანხმების ხელმოწერას. პროექტი ეროვნულ ენერგო სისტემაში ინტეგრაციას განაპირობებს და ქვეყნის კერძო სექტორს აძლევს განახლებად წყაროებზე მუშაობის საშუალებას. ეს საეტაპო მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური და ფინანსური წინსვლაა, არამედ კერძო სექტორის საინვესტიციო მიმართულებით გააქტიურებაც. ამგვარი ამბიციური ინიციატივა საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგო წყაროების ათვისების შესაძლებლობას. აზიის განვითარების ბანკი სიამოვნებით ერთვება პროექტში და განსაკუთრებით მიესალმება კერძო სექტორის ჩართულობის პერსპექტივას. დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე“, - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინგმინგ იენგმა.

გამოგვყევით