logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $208 მლნ-ით - $4.5 მლრდ-მდე გაიზარდა

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $208 მლნ-ით - $4.5 მლრდ-მდე გაიზარდა

1746637440

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზევებიოს შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვუს, მარტის მონაცემებით, 101.7 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა, ხოლო აპრილის სტატისტიკა 27 მაისს გამოქვეყნდება. 

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.8% (757.7 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო, აპრილის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 42.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 9 ივნისს გამოაქვენებს. 

გამოგვყევით