logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ყველაზე მოთხოვნადი ბრენდები Black Friday-ზე - ICI PARIS-ის TOP 5 სუნამო

პარფიუმერიული კომპანია ICI PARIS-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლინა ქალდანმა "ბიზნესპარტნიორთან" 2025 წლის Black Friday-ის ტენდენციები შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე გაყიდვად ბრენდებს შორის იყვნენ - Carolina Herrera, Narciso Rodriguez, Jean-Paul Gaultier,  Zadig & Voltaire და ELIE SAAB. 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, კომპანია მომხმარებლების გაათმაგებულ რაოდენობას მოემსახურა და გაზრდილი მომართვიანობა დაფიქსირდა როგორც ონლაინ პლატფორმებზე, ისე ფიზიკურ მაღაზიებში. 

"წელს ფილიალების კუთხით დიდი ზრდა არ გვქონია, თუმცა რეალობა არის ის, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ განსაკუთრებული შეთავაზებები გვქონდა - მომხმარებლების ქცევა შეიცვალა. მათ ახლა უკვე ზუსტად იციან, რომ Black Friday-ის პერიოდში განსაკუთრებული ფასდაკლებებია და სწორედ ამ დროისთვის გეგმავენ პროდუქციის შეძენას. აღსანიშნავია, რომ წელს დაფიქსირდა ტენდენცია როცა ერთი მომხმარებელი რამდენიმე პროდუქტს ერთად ყიდულობს. ყოველ წელს კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ხაზი ისევ სუნამოებია, თუმცა იმის გამო, რომ წელს ჩვენ კანის მოვლის და მაკიაჟის ხაზში ახალი ბრენდები დავიმატეთ, რამაც აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა.

ჩვენს სამომხმარებლო ბაზაში ბოლო პერიოდში შეინიშნება მამაკაცების რაოდენობის ზრდაც, რომლებიც ძალიან ხშირად საკუთარი თავისთვის ყიდულობენ და ასევე, სასაჩუქრედაც", - აცხადებს ლინა ქალდანი.

რაც შეეხება ახალი წლის მოლოდინებს - ICI PARIS-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია მომხმარებლებს მთელი დეკემბრის განმავლობაში ფასდაკლებებსა და აქციებს შესთავაზებს, რაც კარგი შედეგების მოლოდინებს ქმნის.

გამოგვყევით