logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

"ბევრ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვი სკოლაში გაშვების ნაცვლად, ოჯახური მეურნეობით დაასაქმოს" - ბაია კვიციანი

ბევრ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვი სკოლაში გაშვების ნაცვლად სახლში, ოჯახური მეურნეობით დაასაქმოს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სიღარიბესთან არის დაკავშირებული.

როგორც ბაია კვიციანი აცხადებს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იკვეთება ადრეულ ქორწინებასთან და შინ შრომაში გოგოების და ბიჭების ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები.

“ბიჭზე 4-ჯერ ნაკლები გოგო ხვდება სკოლაში, თუმცა ჩვენთან გაცილებით უკეთესი სიტუაციაა ვიდრე წლების წინ იყო. განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეინიშნება ეს წინსვლა. მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გამოწვევები რჩება. 

უშუალოდ ეთნიკურ უმცირესობებს რაც შეეხება, ჩვენ განათლების და მეცნიერების კომიტეტში გვქონდა თემატური მოკვლევა. ეს საზედამხედველო მექანიზმია, რომელსაც იყენებს კომიტეტი, რომ ესა თუ ის პრობლემა გამოიკვლიოს და გამოწვევები შეისწავლოს. ჩვენ ეთნიკური მიმართულებებისთვის ქართულ ენის შესწავლასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე გვქონდა თემატური მოკვლევა. ძალიან წარმატებით ჩაიარა მოკვლევამ და ახლა შევდივართ მონიტორინგის ფაზაში, გადავამოწმებთ როგორ სრულდება რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იკვეთებოდა ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე, შინ შრომაში გოგოების და ბიჭების ჩართულობა.

მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ახლა,  ვიდრე 5 წლის წინ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ განათლებას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და ქართული ენის შესწავლა უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. გოგონები შეურაცხყოფადაც კი იღებენ, როდესაც მსგავს საკითხებზე ესაუბრები და ამბობენ, რომ ჩვენ განათლება გვინდა მივიღოთ, ვიმუშაოთ და ა.შ. პრობლემა უფრო მეტად არის მშობლებთან დაკავშირებული”, - აცხადებს ბაია კვიციანი.

გამოგვყევით