logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

ეკონომიკისა და რეპროდუქციული სერვისების განვითარება - რატომ გაიზარდა საქართველოში დედის საშუალო ასაკი შვილის გაჩენისას

ეკონომიკისა და რეპროდუქციული სერვისების განვითარება - რატომ გაიზარდა საქართველოში დედის საშუალო ასაკი შვილის გაჩენისას

1711697654

შვილის გაჩენისას, დედის საშუალო ასაკის ზრდა, რაც საქართველოში ფიქსირდება, ევროპაში მიმდინარე ტენდენციას ფეხდაფეხ მისდევს და ის ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, კიდევ გაგრძელდება.  ამის შესახებ სპეციალისტები "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული იმ მონაცემის შეფასებისას აცხადებენ, რომლის თანახმად, საქართველოში, პირველი შვილის გაჩენისას, დედის საშუალო ასაკი 26.7 წელია, ათი წლის წინ, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 24,4 იყო. 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში ეს მაჩვენებელი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა.

ტენდენცია მზარდია ევროპაშიც - statista.com-ის მონაცემებით, ევროპაში დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 30,2 წელია.

გაგუას კლინიკის საოპერაციო დირექტორი ირაკლი გაგუა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს სტატისტიკა ევროპულ ტენდენციებს ფეხდახებ მიყვება და ამას თავისი მიზეზები აქვს.

"ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საშუალო ასაკი შეიძლება გაიზარდოს, არის დამხმარე რეპროდუქციული სერვისები, რითაც ქალები უფრო გვიან ასაკში წყვეტენ და ახერხებენ კიდეც დაორსულებას. საშუალო ასაკის გაზრდა ასევე აღინიშნება ევროპის ქვეყნებში, მათ შორის - ქვეყნის განვითარებასთან, ქალების გაძლიერებასთან და მეტ დასაქმებასთან ერთად. სწორედ ამიტომ ქალები შედარებით გვიან ასაკში წყვეტენ შვილის გაჩენას,“ - განაცხადა ირაკლი გაგუამ.

საქართველოში, პირველი შვილის გაჩენისას, დედის საშუალო ასაკი 26.7 წელია, ევროპაში  - 30.2.

jandacva.ge

გამოგვყევით