logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მემილიონე მგზავრს მოემსახურა" - ლევან მოსეშვილი

"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მემილიონე მგზავრს მოემსახურა" - ლევან მოსეშვილი

1759998787

პირველად, წლის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი გახდა, რომელიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით, შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მგზავრთნაკადი მილიონ 200 ათასამდე გაიზრდება.

,,ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დღეს ისტორიული დღეა - აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მოემსახურა მემილიონე მგზავრს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  წელს, აეროპორტის ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ უპრეცენტო მასშტაბის ღონისძიებები განახორციელა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, გაფართოვდა ბაქანი, იგეგმება სამუშაოების ჩატარება სამგზავრო ტერმინალში.

წლის განმავლობაში ველოდებით რომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ 200 ათასამდე მგზავრ მივიღებთ და მოვემსახურებით. რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურისტული ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ყველა აეროპორტი, მივიღოთ მეტი ტურისტი, მეტ კმაყოფილ მგზავრს მოვემსახუროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი,"-  განაცხა ლევან მოსეშვილმა.

ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდამ  32%-ი შეადგინა. მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ერთი თვის ჭრილში პირველად მოემსახურა 200 000-ზე მეტ მგზავრს.

2025 წელი ისტორიული იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მილიონ 200 ათასს მიაღწევს.

გამოგვყევით