logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ტექნოლოგიური გიგანტების ახალი ფრონტი: Google-ი თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციაში ერთვება

ტექნოლოგიური გიგანტების ახალი ფრონტი: Google-ი თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციაში ერთვება

1777641518

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google -ი და Pentagon-ი თანამშრომლობას აფართოებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რაც უკვე იწვევს როგორც ბიზნეს ინტერესს, ისე სერიოზულ ეთიკურ დებატებს.

როგორც Reuters-ი  წერს, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს შეთანხმებაზე, რომელიც პენტაგონს საშუალებას მისცემს გამოიყენოს Google-ის AI მოდელები, მათ შორის Gemini, კლასიფიცირებულ სამხედრო სისტემებში და „ნებისმიერი კანონიერ მიზნებისთვის“.

შეთანხმების მიზანია თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია მონაცემთა ანალიზი, ოპერაციების დაგეგმვა და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება. ამასთან, აშშ აქტიურად ცდილობს AI ტექნოლოგიების ინტეგრაციას სამხედრო სფეროში, რათა გაზარდოს ეფექტიანობა და შეამციროს ხარჯები, თუმცა, Google ცდილობს კონტრაქტში ჩადოს გარკვეული შეზღუდვები მაგალითად, AI არ უნდა გამოიყენებოდეს ავტონომიურ იარაღში ან მასობრივ თვალთვალში ადამიანის კონტროლის გარეშე. 

თამარ გაზდელიანი 

ფოტო: Reuters

გამოგვყევით