logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ევროკავშირმა და ინდონეზიამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროკავშირმა და ინდონეზიამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

1758630098

ევროკავშირმა და ინდონეზიამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მხარეებს შორის მოლაპარაკება ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა, მაროშ სეფკოვიჩმა და ინდონეზიის ეკონომიკური საკითხების მინისტრმა, აირლანგა ჰარტარტომ ბალიში ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას და ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას.

შეთანხმება გააუქმებს ევროკავშირის ექსპორტზე დაწესებულ უმეტეს ტარიფებს, მათ შორის ავტომობილების ნაწილებზე, სოფლის მეურნეობისა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ამავდროულად, გახსნის ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ელექტრომობილები.

ინდონეზიის ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, შეთანხმება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც „შეამცირებს გლობალური სატარიფო ომის გავლენის რისკებს“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ზრდას, ამავდროულად, უზრუნველყოფს ევროპის სუფთა ტექნოლოგიების ინდუსტრიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულს.

დასავლური მედიის შეფასებით, ეს პროცესი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფართომასშტაბიანმა სატარიფო პოლიტიკამ დააჩქარა.

1tv.ge

გამოგვყევით