logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14.6%" -პრემიერი

"15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14.6%" -პრემიერი

1771407161

15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6%, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და ეს  განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში.

„რაც შეეხება ნებართვის მეორე კატეგორიას, ეს არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომლითაც სარგებლობს საქართველოში 28 363 უცხოელი მოქალაქე. ეს არის 26,4% მთლიანად ბინადრობის ნებართვებში. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, ასევე იმ უცხოელზე, რომეოლიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ესენი არიან უცხოელები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქვეყანასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. საუბარია არსებითად იმ უცხოელებზე, რომლებსაც ოჯახური კავშირები აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან.

შემდეგ არის შრომითი ბინადრობის ნებართვა. 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით. წილი არის 14,6%. როგორც უკვე ითქვა, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი. როდესაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ატარებს ხოლმე საკუთარი კვლევების პრეზენტაციას, ისინი ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემების სამეულში ასახელებენ სამუშაო ძალის დეფიციტს და მეორე არის მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს ყველაფერი კარგად ჩანს საერთო სურათიდან, რომელიც შექმნილია შრომის ბაზარზე და ეს ყველაფერი განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში. რომ არა უცხოელების ყოფნა საქართველოში, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. არის სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადად, ეს ეხება მშენებლობის სფეროს, თუმცა, არა მარტო. სტუმარ-მასპინძლობის სფეროშია სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, შრომითი მიგრაციის კუთხით ჩვენს ქვეყანაში საჭიროება არსებობს.

მუდმივი ბინადრობის ნებართვა მინიჭებული აქვს 10 726 პირს, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 5658 უცხოელს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით