logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2024 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 7.8%-ით გაიზარდა

2024 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 7.8%-ით გაიზარდა

1737356700

2024 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 3 007.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 

2024 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (653.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (402.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (273.4 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 321.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი).

გამოგვყევით