logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჩინელი ტურისტი შემოვიდეს" - ირაკლი მეზურნიშვილი

ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ინტერესია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჩინელი ტურისტი შემოვიდეს, - ამის შესახებ ჩინეთი-საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის საპატიო თავმჯდომარემ ირაკლი მეზურნიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჩინელი ტურისტი მხარჯველუნარიანობის კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილია.

ჩინეთთან მიმართებით  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს არის ტურიზმის განვითარება. ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩინელი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი.

ტურიზმის ნაწილში, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის საკმაოდ აგრესიული კამპანიაა დაგეგმილი. სპეციფიკური ქვეყანაა და ამ შემთხვევაში ეფექტიანია, რომ სხვადასხვა “ბლოგერი” დავიქირაოთ. ასევე, ჩინეთში ძალიან პოპულარულია TikTok-ი და ამის მეშვეობით უნდა ვაჩვენოთ მოკლე ვიდეოები ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ეს კამპანია  დაწყებული გვაქვს, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი რეისი გვქონდეს ჩინეთთან. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი რეისი გვქონდეს ჩინეთის დედაქალაქ პეკინთან. ასევე, დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს თბილისი-გვანჯოუს რეისი, რადგან ერთგვარი ინდუსტრიული ზონაა.

სასიხარულოა, რომ დღეს დაანონსდა თბილისი-პეკინის დანიშვნა ზაფხულში. მაგრამ არც ეს არის საკმარისი. როცა ვამბობ, რომ ჩინელი ტურისტებისგან სპეციფიკური მოთხოვნებია, ვგულისხმობ, რომ აქ მათ უნდა დავახვედროთ მაქსიმალური კომფორტი. მათ შორის, ჩინური რესტორნების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და მნიშვნელოვანია საგადახდო სისტემები, რადგან ისინი რითაც სარგებლობენ ის ჩვენ დანერგილი არ გვაქვს”, - აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.

გამოგვყევით