logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

NEXT-ი თბილისში 1 მლრდ ლარის საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს

NEXT-ი 1 მლრდ ლარის საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის წარმომადგენელმა მარიამ ნაბიჯაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

"NEXT-ს საქართველოს ბაზარზე ძალიან ბევრი პროექტი აქვს, მათ შორის, დედაქალაქშიც, ერთი პროექტი უკვე თითქმის სრულად გაყიდულია და სულ მალე ორ ახალ პროექტს დავიწყებთ. უკვე დავაანონსეთ, რომ წლის ბოლომდე თბილისში NEXT-ი 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს", - განაცხადა მარიამ ნაბიჯაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია პროექტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად ახორციელებს.

"NEXT-ი სამ კონტინენტზე კერძოდ, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ჯამში 21 მიმდინარე პროექტს ფლობს. მათგან, უმეტესი აჭარაშია, თუმცა 2024 წლიდან თბილისშიც ვართ წარმოდგენილი. ყველაზე დიდი და პირველი ამბიციური ნაბიჯი საერთაშორისო მასშტაბით დუბაი იყო, კერძოდ, დუბაი აილენდზე განვახორციელეთ პროექტი NEXT coral-ი. აპარტამენტების გარდა, დუბაიში 2024 წელს Damac Hills 2-ის ტერიტორიაზე ვილების პროექტი დავიწყეთ, რომელიც ექსკლუზიური Dubai Villas by NEXT ვილებია და გამოირჩევა იტალიური და არაბული ესთეტიკის სინთეზით, ერგონომიული ინტერიერის დიზაინითა და ე.წ. longevity-ის ფილოსოფიის შთაგონებით.

რაც შეეხება, NEXT-ის აფრიკის პირველ საინვესტიციო პროექტს, NEXT Amani-ი 4 კომპლექსისგან შედგება და ლოკაციურად კენიაში, კერძოდ, ტატუ სითიში მდებარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ NEXT-ი პირველი ქართული დეველოპერული კომპანიაა ნაირობიში.

კომპანიის პორტფოლიოში შედის პროექტები ევროპაში, კერძოდ, 2025 წლიდან NEXT-მა განახორციელა ვილების ახალი პროექტი ესპანეთში, კერძოდ მარბეიაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიაში ინვესტორები 65 ქვეყნიდან არიან და ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც საცხოვრებელ, უფრო მეტად კი საინვესტიციო მიმართულებას და ბრენდულ რეზიდენციებს წამყვან საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან პარტნიორობით როგორიც არის "ვინდემ რეზინდესი" და "რედისონი ბლუ რეზიდენსი", შესაძლებელია, თამამად ვთქვათ, რომ NEXT-ი არ ჩერდება, მოიცავს მსოფლიოს", - აცხადებს მარიამ ნაბიჯაშვილი.

NEXT — საერთაშორისო დეველოპერია, რომელიც ინოვაციური ხედვით ქმნის გამორჩეულ პროექტებს. NEXT-ის მისიაა თანამედროვე არქიტექტურისა და ფუნქციური დიზაინის შერწყმით ახალი სტანდარტები დაამკვიდროს უძრავი ქონების სფეროში.

გამოგვყევით