logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით

1745393954

2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.6 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და  მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.8 პროცენტი). 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით.

თბილისის უბნების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მთაწმინდა – 6 769 ლარი;
  • ვაკე – 5 880 ლარი;
  • საბურთალო – 4 297 ლარი;
  • კრწანისი – 3 979 ლარი;
  • ჩუღურეთი – 4 456 ლარი;
  • დიდუბე – 4 025 ლარი;
  • ნაძალადევი – 3 866 ლარი;
  • ისანი – 3 819 ლარი;
  • გლდანი – 3 652 ლარი;
  • სამგორი – 3 528 ლარი.

 კერძო სახლების სეგმენტის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მიხედვით არის:

  • მთაწმინდა – 4 687 ლარი;
  • ვაკე – 4 138 ლარი;
  • საბურთალო – 3 567 ლარი;
  • დიდუბე – 3 858 ლარი;
  • ჩუღურეთი – 2 954 ლარი;
  • კრწანისი - 2 903 ლარი;
  • ისანი – 3 172 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 767 ლარი;
  • სამგორი – 2 780 ლარი;
  • გლდანი – 2 767 ლარი.

გამოგვყევით