logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1752574502

მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია საწყის ეტაპზეა. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი კვლევები, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკურ და საინჟინრო სამუშაოს მოიცავს.

ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„ორთაჭალჰესის ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია. ბოლო წლებში ბევრი ხიდი განვაახლეთ, რაც შეეხება სამუშაოებს, მოხდება ხიდის გამაგრება, სადაც იყო პრობლემური ადგილები, დამუშავდება. ნოემბრისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულდება. მოეწყობა ტროტუარo, განათების ბოძები დამონტაჟდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პირველ ეტაპზე, შესწავლილ იქნა ხიდისა და ჰესის პირველადი საარქივო მასალა, რაც საჭიროა კონსტრუქციული დეტალების ანალიზისთვის. ამასთან, ხიდის ერთ მხარეს სავალი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. პარალელურად მიმდინარეობს ხიდზე დატვირთვის პროგრამული გაანგარიშება.

მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.

კვლევების დასრულების შემდეგ, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მოეწყობა ხიდის ახალი კონსტრუქციული ელემენტები, აღდგება და გამაგრდება დაზიანებული ნაწილები, მოეწყობა წყალარინების თანამედროვე სისტემა, ჩატარდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ასევე, განახლდება და გამაგრდება მოაჯირები.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 800 000 ლარს შეადგენს.

ადგილზე მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით