logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ლევან მოსეშვილი: 2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით დავასრულეთ

ლევან მოსეშვილი: 2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით დავასრულეთ

1752478380

საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით,იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით  რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 17 ათასამდე რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

,,2025 წლის პირველი ნახევარი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით პირველი 6 თვის პერიოდი რეკორდული რაოდენობის მგზავრთნაკადით დაგვესრულებინა. ჯამურად ყველა საერთაშორისო აეროპორტში სამ ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, რაც წინა წელთან შედარებით 14 %-იან ზრდას წარმოადგენს.

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა როგორც 6 თვის მონაცემებით, ისე ივნისის თვეში ცალკეულ აეროპორტებში. რაც ხაზს, უსვამს, ჩვენს სწორ საავიაციო პოლიტიკას და უწყებების კოორდინირებულ მუშაობას. რის ფონზე ქვეყანაში მხოლოდ 2025 წელს 5 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

თბილისის  შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი პირველ 6 თვეში ისტორიულად ყველაზე მეტ, 2 358 937 მგზავრს მოემსახურა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შეადგინა. რაც შეეხება, რეისების რაოდენობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივნისში 11,814 რეისი მიიღო, რამაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-იანი ზრდა აჩვენა.

რეკორდული იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსთვისაც. იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. რეისების ოდენობამ კი პირველ 6 თვეში 2,505 შეადგინა, რაც 8 %-ით მეტია 2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებულ რეისებთან შედარებით.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 450 330 მგზავრსა და 2,121 რეისს მოემსახურა. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 35%-იანი და რეისების 38%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმია საქართველოს აეროპორტებში როგორც პირველი 6 თვის, ისე თითოეულ საერთაშორისო აეროპორტში ივნისის თვეში. ივნისის თვეში, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის ივნისში 758,279 მგზავრსა და 3,399 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 8-%-იანი და რეისების14-%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  მგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა  გასულ თვეში 170,276 მგზავრი და 519 რეისი მიიღო, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 17%-იან ზრდას, ხოლო რეისების კუთხით 23%-იან ზრდას წარმოადგენს.

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი ივნისში 121,586 მგზავრსა და 583 რეისს მოემსახურა. წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 22%-იანი და რეისების 38 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოგვყევით