თბილისში, სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გელა გელაძემ განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თბილისის მერთან ერთად მივიდა.
მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე, ასევე შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. თუ ამას მოემატება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“,- განაცხადა შს მინისტრმა.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
1tv.ge