საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მაისში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 2.3%-ით გაიზარდა (+103.3 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივლისს).
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების
16.1%-ს შეადგენს.