logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გურმე" წელს ფილიალების კუთხით გაფართოებას გეგმავს

საკონდიტრო კომპანია "გურმე" წელს ფილიალების კუთხით გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი რუსა მუზაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ერთ-ერთი ფილიალი 2 თვეში, თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე გაიხსნება.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ფილიალების გახსნას რეგიონებში ამ ეტაპზე არ გეგმავს.

"გურმე" მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, წელს კიდევ დაგვემატება ახალი ფილიალები. რაც შეეხება პროდუქტების ასორტიმენტს ყოველ თვიურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ", - აღნიშნა რუსა მუზაშვილმა.

კომპანიის გაყიდვების მენეჯერის ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში "გურმე" პასკების მიმართულებაზე აქტიურად მუშაობს და აღნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, "გურმე" ბაზარზე 12 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, მირიან მეფის 70 ნომერში მდებარეობს და 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. ასევე,  "გურმეს"  2 კაფე აქვს, რომლებიც ასევე, თბილისში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აუდიტის შედეგად, „გურმემ“ ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო, რომელიც კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება. 

გამოგვყევით