ვაშლის ძმრის მწარმოებელი კომპანია "ვინ ეგარი" ჩირის წარმოებას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ პატარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, "ვინ ეგარის" ჩირები ბაზარზე, სავარაუდოდ, ახალი წლის პერიოდში გამოჩნდება.
"თავდაპირველად ვფიქრობთ, რომ 3 სახეობის უწამლი ხილის ჩირის წარმოებას დავიწყებთ. მათ შორის, იქნება ვაშლი, ქლიავი და ჭანჭური. მოეხსენებათ, რომ თვის ბოლოდან ახალი საწარმოს მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც აგვისტოში დასრულდება და პროექტის საინვესტიციო ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს. სწორედ მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყებთ აღნიშნული მიმართულებით მუშაობას და ახალ წელს მომხმარებლებს ახალ პროდუქტს შევთავაზებთ", - აცხადებს მარიამ პატარიძე.
მანვე აღნიშნა, რომ "ვინ ეგარი" ამჟამად 2 სახეობის ვაშლის ძმას აწარმოებს და კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია.
ცნობისთვის,"ვინ ეგარის” ვაშლის ძმარი გახლავთ ლეჩხუმის მაღალ მთიან სოფელში დაწყებული პატარა საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს ფონდი “აფხაზინტერკონტის” ინოვაციურ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კომპანია ტონობით ვაშლის გადამუშავებას ახდენს.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, "წისქვილი ბაზრის" ფილიალებში, ასევე სხვადასხვა აგრო მაღაზიებში, როგორიცაა "ფერმარტი", "აგრო სახლი", "წილკანი" "ეკო კუთხე", "სუფრა", "მასა", ეპიკალურიე შოპ", ასევე, სუპერმარკეტების ქსელ "ნატურალში". ვაშლის ძმრით მარაგდება ასევე, ქართული სტარტაპს/სტრიტ ფუდი - "შოთი". სამომავლოდ კომპანია რეგიონების ქსელურ მაღაზიებშიც რეალიზაციასაც გეგმავს.