logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მსოფლიო ბანკი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

მსოფლიო ბანკი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

1791294900

მსოფლიო ბანკი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.  

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს გარდა,  ეკონომიკური ზრდის პროგნოზისომხეთისთვისაც, 5.6%-მდე გაიზარდა.  ამასთან, მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი  1.2%-მდე შეამცირა. 

მსოფლიო ბანკის 2026 წლის პროგნოზები რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის ასე გამოიყურება: მოლდოვა -  1.9%, უკრაინა 1.2%, ყაზახეთი - 4.6%, რუსეთი - 0.8%, თურქეთი -  2.8%. 

"ცენტრალური აზია ყველაზე სწრაფად მზარდ ქვერეგიონად რჩება და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 2026 წლის შეფასებით, 5.8%-ით მოიმატებს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში ზრდის მაჩვენებელი პროგნოზის მიხედვით 9.6% იქნება, ხოლო უზბეკეთში 7.9%. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2026 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3.1%-მდე მატება 2025 წელს არსებული 2.6%-თან შედარებით, პოლონეთი კი გამორჩეულად ინარჩუნებს ცენტრალურ ევროპაში ზრდის მაღალ მაჩვენებელს 3.6%-ის დონეზე. ამავდროულად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ექსპორტის შეფერხების ფონზე, უკრაინაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 1.2%-მდე შენელება .

ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა. ხოლო ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია უარყოფითად აისახება ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში. ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება,"-აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში. 

გამოგვყევით