logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სოკარი ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის — განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია

სოკარი ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის — განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია

1745480340

სოკარი — საერთაშორისო ენერგოკომპანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100,000 თანამშრომელი ჰყავს. დღეს მისი საქმიანობა არაერთ ევროპულ ქვეყანას ფარავს, მათ შორის შვეიცარიას, ავსტრიას, თურქეთს, უკრაინას. თუმცა პირველი საზღვარგარეთული ბაზარი, სადაც სოკარმა საქმიანობა დაიწყო, 2006 წელს საქართველო იყო. მას შემდეგ, კომპანია გახდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და თანამედროვე ორგანიზაცია, რომლის ჰოლდინგშიც, სხვა კომპანიებთან ერთად შედის სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მართავს 100-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს მთელს საქართველოში. ევრო 5 კატეგორიის საწვავის იმპორტის, შენახვისა და რეალიზაციის პარალელურად, ის ლიდერია ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი პირველი იყო, ვინც ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელები და ელექტროდამტენები დაამონტაჟა, აგრეთვე — შექმნა კომფორტული სავაჭრო სივრცე მოგზაურებისთვის საჭირო პროდუქტების სრული ასორტიმენტით.

წლების წინ კომპანიამ წარადგინა ლოიალობის სისტემა - ENERGY ბარათი და მის სამართავად საჭირო მობილური აპლიკაცია, რომელიც ფიქსირებულ ფასდაკლებებსა და ქულების დაგროვებას სთავაზობდა მომხმარებლებს.

დღეს, 2025 წლის აპრილში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ციფრული მომსახურების ახალ საფეხურზე გადადის — მომხმარებელს წარუდგენს განახლებულ მობილურ აპლიკაციას SOCAR GEO-ს და სრულად განახლებულ ლოიალობის პროგრამას.

განახლებული პლატფორმა ქმნის თანამედროვე, ერთიან ეკოსისტემას, სადაც საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი სერვისი ციფრულად, ერთი აპლიკაციის ფარგლებშია ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ENERGY ბარათის ციფრული ვერსიის გამოყენება — როგორც არსებული ბარათის
გაციფრულებით, ასევე ახალი ბარათის რეგისტრაციით.

აპლიკაცია სთავაზობს ფასდაკლებებს, ბონუს ქულებს, საჩუქრებსა და პერსონალიზებულ შეთავაზებებს. LEVEL სისტემის მეშვეობით, რაც მეტ საწვავს  მოიხმარს მომხმარებელი, მით უფრო იზრდება მისთვის მოქმედი ფასდაკლების ოდენობა — ამ ეტაპზე, მაქსიმუმ 30 თეთრამდე ყოველ შეძენილ ლიტრზე.

დაგროვებული ბონუს ქულების გადაცვლა შესაძლებელია როგორც სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე, ასევე სადგურებთან მდებარე ვეი მარტის მაღაზიათა ქსელში — ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.

აპლიკაციაში ბარათის დამატებისას მომხმარებელი ავტომატურად იღებს სასაჩუქრე ქულებს, გარდა ამისა ყოველი ახალი მომხმარებლის მოწვევისას ორივე მონაწილე დასაჩუქრდება დამატებითი ქულებით.

სოკარის გუნდი წლის მანძილზე კიდევ არაერთი სიახლის დამატებას გეგმავს აპლიკაციასა და ერთგულების პროგრამაში, თუმცა მანამდე მოუწოდებენ ყველას შეისვენონ, გადმოწერონ განახლებული აპლიკაცია SOCAR GEO და აივსონ ენერგიით!

გამოგვყევით