logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია" - პრემიერი

"ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია" - პრემიერი

1758205238

გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

აქ დასამალი არაფერია, პირიქით, აბსოლუტურად ღიად გაცხადებული ვიზიტია, ის იმყოფება ჩინეთში. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება ჩინეთში. მნიშვნელოვანი ვიზიტია და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ამ ვიზიტის შედეგებს“, -  განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით