2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 790.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.3 პროცენტით მეტია.
"საქსტატის" ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 595.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 195.6 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 12.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4 600.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტია.