logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი ნადარეიშვილი: მიკრომეწარმოების ახალი პროგრამა მიკრო და მცირე საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

ირაკლი ნადარეიშვილი: მიკრომეწარმოების ახალი პროგრამა მიკრო და მცირე საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

1738669282

„აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში ამოქმედდა, წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამამ მიკრო და მცირე მეწარმეების დიდი დაინტერესება გამოიწვია - უკვე დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა 13 მლნ ლარამდეა და დიდი ნაწილი რეგიონებზე მოდის.

რაც შეეხება სექტორებს, სესხების უმრავლესობა ტურისტული განთავსებისა და სარესტორნო მომსახურებას მოიცავს. გარდა ამისა, სესხები გაცემულია ტანსაცმლის, ავეჯის, სხვადასხვა ხისა და კერამიკული ნაწარმის წარმოებასა და მომსახურების სექტორებში. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა და დეტალურად არის გაწერილი შესაბამის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში. „დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ მნიშვნელოვან შედეგებზე, რომელიც აქვს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს საქართველოში  - ეს არის დაახლოებით გასამმაგებული გამოშვება, 70%-ზე მეტით გაზრდილი პროდუქტიულობა და ბევრი სხვა დადებითი შედეგი, Რომელიც სახეზე გვაქვს ამ სექტორთან მიმართებაში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ყურადღება გაამახვილა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმართულ სამთავრობო პროგრამებზე, რომლებიც უშუალოდ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ხორციელდება. ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე, როგორც კომპლექსურ მექანიზმზე, რომელიც ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის ბევრ კომპონენტს აერთიანებს. მისი თქმით, ახალი პროგრამა ბენეფიციარებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაუადვილებს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრებში პროგრამის ბენეფიციარებს დაეხმარებიან, როგორ განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყონ ახალი საქმიანობა. ამ სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს უწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას.

გამოგვყევით