logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"პირებს, შესაძლებლობა აქვთ აქციზისა და იმპორტის გადასახადი უკან დაიბრუნონ" - იონა კიზირია

როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აქციზისა და იმპორტის გადასახადი უკან დაიბრუნონ, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა იონა კიზირიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონმდებლობა მსუბუქ ავტომობილებს, მოპედებს და მოტოციკლეტებს ეხება.  

"როდესაც ჩვენ თანხის დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, დაინტერესებული მხარე ბევრია. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი, რომელიც განახორციელებს მსუბუქი ავტომობილის, მოპედის, ან მოტოციკლეტის იმპორტს და იმპორტის მოქცევიდან 180 დღის განმავლობაში, თუ იქნება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაყვანილი ქვეყნიდან, მაშინ მათ შეუძლიათ ამ ნაწილში გადახდილი აქციზის გადასახადი დაიბრუნონ. მეორე ნაწილი ეხება იმპორტის გადასახადს, რომელიც მოიცავს მსუბუქ ავტომობილებს. იმპორტზე ორი გადასახადია - აქციზი და იმპორტის გადასახადი, უბრალოდ იმპორტი მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ნაწილთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც იმპორტს განახორციელებენ და 180 დღის განმავლობაში მოხდება სატრანსპორტო საშუალებების ქვეყნიდან გაყვანა, მათ აქვთ უფლება გადახდილი აქციზის და იმპორტის გადასახადი უკან დაიბრუნონ", - აცხადებს იონა კიზირია. 

გამოგვყევით