„როდესაც ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, ხელისუფლებას არავინ უნდა წამოაძახოს, რომ ის საფრთხეებს აზვიადებს. დღეს ბიზნესისთვის და ყველასთვის, მთავარია გადარჩენა“- ამის შესახებ ორგანიზაცია "პოლიტიკური არჩევანის" დამფუძნებელმა რომან კაკულიამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
"რა თქმა უნდა ევროპასთან გართულებული ურთიერთობა ბიზნესს ხელს უშლის, გავიგეთ ეს მაგრამ, ჩვენ შევედით ამ მდგომარეობაში. მე იმ ადამიანების რიცხვში ვარ, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ ამაში და არ ვფიქრობ, რომ ამათი გამოწვეულია ეს. აქ სულ სხვა ფაქტორებია. მარტო ეკონომიკის კი არა, ჩვენი ქვეყნის მომავალი ზუსტად ამაზეა დამოკიდებული - რამდენ ადამიანს ესმის და რამდენს არ ესმის, რომ დასავლეთთან გამოწვეული პრობლემების უკან მხოლოდ დემოკრატიის ხარისხზე ზრუნვა დგას თუ კიდევ რაიმე სხვა შეიძლება იყოს? და აი ის სხვა, რა არის? თუ ამაზე არც კი დაფიქრდებიან, ჩვენთან ცოტა ხანში არც ბიზნესი იქნება და არც სახელმწიფო", - აღნიშნა რომან კაკულიამ.