logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.4%-ით შემცირდა - საქსტატი

სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.4%-ით შემცირდა - საქსტატი

1730876820

2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.14 და 2.47 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.2 პროცენტით.

გამოგვყევით