logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს მომხმარებლის თანხების დაზოგვას" - დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის სექტორში შემუშავებულ ახალ რეგულაციებზე

"აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს მომხმარებლის თანხების დაზოგვას" - დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის სექტორში შემუშავებულ ახალ რეგულაციებზე

1730867280

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ რეგულაციები შეიმუშავა.

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლადსაანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. 

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მოცემული ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მომხმარებლის ხარჯების დაზოგვას, ხოლო მეორეს მხრივ, უსაფრთხოების სტანდარტს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„აღნიშნული რეგულაცია, რომელიც შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით. ერთი ეს არის მომხმარებლების ხარჯების დაზოგვა და მეორეს მხრივ გარემოს დაცვით საკითხები. მოგეხსენებათ, მრავალბინიანი საცხოვრებლების აივანზე ინდივიდუალურად არის დამონტაჟებული გაზის გათბობის ქვაბები. ეს ქვაბები პერიოდულად გამოდის მწყობრიდან და საჭირო ხდება ხელოსნის გამოძახება, ამ პერიოდში მომხმარებელს აქვს დისკომფორტი და აქვს ხარჯი. არის ასევე საკითხები უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც, ყოფილა შემთხვევები როდესაც მომხდარა ბუნებრივი აირის გაჟონვა. იმისათვის, რათა ეს ყველაფერი თავიდან ავირიდოთ ტექნიკურად შესაძლებელია, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში გაკეთდეს ერთი საქვაბე, რომელსაც მიეწოდება ბუნებრივი აირი და სწორედ ამით მოხდეს მთლიანად კორპუსის გათბობითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფა“აღნიშნავს დავით ნარმანია.

კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ეს რეგულაცია ბიზნესისთვის ხარჯების გაზრდას, დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ მთავარი ბიძგი და ინიციატივა სწორედ კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა. მისივე თქმით, ეს რეგულაცია სავალდებულო ხასიათის არ იქნება.

„ბუნებრივია კონსულტაციები ჩვენ ბიზნესთან გვქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგულაციის ბიძგი თავად ბიზნესიდან წამოვიდა. არის რამდენიმე ძალიან კარგი დეველოპერი, რომელმაც განაცხადა, რომ მოწესრიგებულად, ერთიანად გავაკეთე ეს საქვაბე და ახლა მომეხმარეთ, რათა ეს საკითხები დავარეგულიროთ. სწორედ

ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს რეგულაცია შეგვემუშავებინა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში ეს სისტემა უკვე გაკეთებულია, დამონტაჟებულია და მუშაობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის სავალდებულო. თავად დეველოპერი და ამხანაგობა გადაწყვეტს ინდივიდუალურად დაამონტაჟოს გათბობის ქვაბები თუ იყოს საერთო“.აცხადებს დავით ნარმანია.

energynews.ge

გამოგვყევით