Galt & Taggart-ი 2025 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ვარაუდობს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
"საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში რეალური მშპ 8.3%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 12.0%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.8%-ით გაიზარდა.
სექტემბერში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, საფინანსო, ტრანსპორტის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთა, კლება დაფიქსირდა მხოლოდ ენერგეტიკის დარგში.
ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და 2024 წლისთვის ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკა 9.0%-ით, ხოლო 2025 წლისთვის 6.0%-ით გაიზრდება,"-აღნიშნულია მიმოხილვაში.