logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მეღვინეობა "მელიტონი" ჩინეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს

მეღვინეობა "მელიტონი" ჩინეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სხირტლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მეღვინეობა ამ ეტაპზე ექსპორტზე, დაახლოებით, რვა ქვეყანაში გადის.

"ექსპორტზე ჩვენი წარმოების, დაახლოებით, 30% იყიდება. პროდუქციას ვყიდით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, აზერბაიჯანი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვევრის ღვინის სამშობლო ვართ თეთრი კლასიკური ღვინოები უფრო მოთხოვნადია. საექსპორტო კუთხით ქვევრის ღვინოს არ იცნობენ და უფრო დიდი მუშაობა სჭირდება ამის პოპულარიზაციას", - აღნიშნა მან.

მეღვინეობის დამფუძნებლის ცნობით, კომპანიის მიზანი ადგილობრივი ბაზრის სრულად მოცვაა. 

"ძირითადად დასავლურ ჯიშებზე ვართ ორიენტირებულები, როგორიც არის: ცოლიკაური, კრახუნა და სხვა. გარდა ამისა, გვაქვს უცხოური ჯიშებიც. ჩვენ გვაქვს ვენახები, თუმცა ნაწილს ვიბარებთ. საქართველოში არის მიკრო ზონები, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილწარმოშობის სტატუსი. მაგალითად თუ ქინძმარაულში არ გაქვს ვენახი, ქინძმარაულის ღვინოს ვერ აწარმოებ. აქედან გამომდინარე, თუ ადგილწარმოშობის ღვინო გვინდა, რომ ვაწარმოოთ, ყურძენს შესაბამისი ზონიდან ვყიდულობთ. ჩვენი წარმოების 70% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კერძოდ, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებში და ასევე, კაფე-ბარებსა და პრემიუმ რესტორნებში", - აცხადებს გიორგი სხირტლაძე.

ცნობისთვის, მეღვინეობა "მელიტონი" ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიას დაახლოებით, 5 ჰა ვენახი და ღვინის ქარხანა რაჭაში, სოფელ კვაცხუთში აქვს. მეღვინეობა ყურძენს ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც იბარებს. 

გამოგვყევით