logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

აშშ-ში არჩევნების წინა პერიოდში გაყიდვები შენელდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება - მეღვინეობა "ამბრა"

აშშ-ში არჩევნების წინა პერიოდში გაყიდვები საკმაოდ შენელდა, თუმცა არჩევნების შემდგომ, ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება, - ამის შესახებ რაჭული მეღვინეობა "ამბრას" დამფუძნებელმა აკაკი სირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით,  კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკული, ისე ევროპული ბაზარი.

"ჩვენი პროდუქციის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით, 95% ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე იყიდება. აშშ-ს წილი მთლიან ექსპორტში, წინა წლებში, 70-დან 80%-მდე იყო, ხოლო ახლა, ევროპა და ამერიკა თითქმის თანაბარია. უცხოური ბაზრები საჭირო და მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის. ქართული ღვინის ცნობადობა საკმაოდ გაზრდილია და შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება. მომხმარებელმა უკვე კარგად გაიცნო ქართული ღვინო", - აცხადებს აკაკი სირაძე.

მისივე ინფორმაციით, მეღვინეობა ამ ეტაპზე 7 ქვეყანაში გადის ექსპორტზე და ამ ეტაპზე ახალი ბაზრის დამატებას არ აპირებს.

ცნობისთვის, რაჭული მეღვინეობა "ამბრა" ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა. მეღვინეობა რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში, სოფელ ბუგეულში მდებარეობს და 13 დასახელების ღვინოს აწარმოებს. 

გამოგვყევით